ადმინისტრაცია

ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერი

ადმინისტრაცია

თბილისი, საქართველო

სრული განაკვეთი

ელ არ ჯი ჰოლდინგი ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე. თუ გაქვთ ძლიერი ორგანიზაციული უნარები, ყურადღება დეტალების მიმართ და გსურთ განვითარება დინამიურ სამუშაო გარემოში, გელოდებით ჩვენს გუნდში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტური ორგანიზება და კოორდინაცია;
  • სამუშაო პროცესების მონიტორინგი და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • კომპანიის დოკუმენტაციის წარმოება, მართვა და არქივირება;
  • შეხვედრების, კომუნიკაციისა და საოფისე პროცესების კოორდინაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში წარმოშობილი საკითხებისა და პრობლემური შემთხვევების დროული და ეფექტური გადაწყვეტა;
  • თანამშრომლებისა და პარტნიორების ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების (Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint) კარგი ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები;
  • ორგანიზებულობა და რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდთან თანამშრომლობას;
  • შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი ჰოლდინგის გუნდის ნაწილი.

შემოგვიერთდით და განავითარეთ თქვენი კარიერა ელ არ ჯი ჰოლდინგთან ერთად

 

მზად ვარ გასაგზავნად

ფორმის გაგზავნა